9:43 AM
მარიო გომესის უარი “რეალს”



გერმანელ ფორვარდს კარიერის გაგრძელების "ფიორენტინაზე” საინტერესო ვარიანტი ჰქონდა.

ამ ზაფხულს, "ბაიერნმა” თავდამსხმელი მარიო გომესი "ფიორენტინაში” გაყიდა, მაგრამ, თავად 28-წლის ფეხბურთელის განცხადებით, მის მიმართ ინტერესს მადრიდის "რეალიც” იჩენდა. თუმცა, ბომბარდირმა "ბლანკოსი” უარით გაისტუმრა.

"მართალია, კარლო ანჩელოტის ჩემი "რეალში” ხილვა სურდა. ჩემთვის ასეთი დიდებული კლუბის მხრიდან ინტერესი უდიდესი პატივია, რადგან მთელი ჩემი ოჯახი სწორედ მადრიდული კოლექტივის გულშემატკივარია”, – აცხადებს გომესი.

"მიუხედავად ამისა, "ფიორენტინასთან” გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჩემი მომავალი იტალიაში დავინახე. კლუბის უახლოეს წლების გეგმებმა მომხიბლა, და მივიჩნევ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე”, – დაასრულა თავდამსხმელმა.

წყარო: Kicker

ნანახია: 308 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: