10:04 PM მარიკა “არსენალში” გადაბარგებასთან ახლოსაა | |
![]() "შალკეს” ექს-ფორვარდმა, ძალიან მალე, შესაძლოა არსენ ვენგერის გუნდის რიგები შეავსოს. ამ ზაფხულს, ჩიპრიან მარიკამ "შალკე” დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. იმის გათვალისწინებით, რომ მისი კონტრაქტი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ამოიწურა, ახლა 27-წლის ფორვარდის გადაბირება ნებისმიერ მსურველ კლუბს შეუძლია. რუმინელისთვის ბრძოლაში ფავორიტი ლონდონის "არსენალია”, რომელმაც, როგორც ჩანს, "ვესტ ჰემს” აჯობა. ამ ინფორმაციას მარიკას აგენტი ვიქტორ ბეკალიც ადასტურებს. "ჩემი კლიენტი "არსენალში” გადასვლასთან ახლოსაა, მაგრამ მომავალ კვირამდე უნდა დაიცადოს”, – აცხადებს ბეკალი. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |