1:03 PM Marca: ზაფხულში ვალდესი “ბარსელონას” დატოვებს | |
![]() ავტორიტეტული გამოცემა იტყობინება, რომ ზაფხულში კატალონიური კლუბი თავისი პირველი ნომრის გარეშე დარჩება. შეგახსენებთ, გასულ ზამთარს ვიქტორ ვალდესმა "ბარსელონას” დატოვების სურვილი გამოთქვა. ვარაუდობდნენ, რომ გოლკიპერი თავის კონტრაქტს ბოლომდე ამოწურავდა, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა. როგორც ესპანური პრესა იუწყება, უკვე ივნისის თვეში ვალდესმა შესაძლოა თავისი მშობლიური გუნდი დატოვოს. სავარაუდოდ, კარის დარაჯი კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. ამ სიახლემ "ბარსელონა” აიძულა გუნდის ახალი პირველი ნომრის ძებნა დაეწყო. დიდი ალბათობით, ამ საკითხს კლუბი ივნისის თვის შუა რიცხვებში გადაწყვეტენ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |