12:03 PM Marca: “რეალი” სუარესის ტრანსფერზე “ლივერპულს” შეუთანხმდა | |
![]() ავტორიტეტული ესპანური გამომცემლობა იტყობინება, რომ მადრიდელები "მერსესაიდელებს” უკვე შეუთანხმდნენ ურუგვაელი თავდამსხმელის სატრანსფერო ფასზე. შეგახსენებთ, რომ აქამდე "რეალი” სუარესში 40 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა ინგლისელებმა ეს შემოთავაზება უარით გაისტუმრეს. ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 40 მილიონი ფუნტია დასახელებული, რაც 47 მილიონ ევროს უდრის. ჯერჯერობით შეთანხმება ოფიციალურად არ გაფორმებულა, თუმცა იტყობინებიან, რომ მხარეები უკვე შეთანხმდნენ. წყარო: Marca | |
|
სულ კომენტარები: 0 | |