1:30 PM Marca: მოურინიო “ჩელსის” კონტრაქტს დათანხმდა | |
![]() ესპანური ავტორიტეტული გამოცემა ირწმუნება, რომ ზაფხულში ჟოზე მოურინიო ნამდვილად დატოვებს მადრიდის "რეალს”. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ძალიან ახლო წრეში უკვე განაცხადა, რომ ლონდონის "ჩელსისთან” კონტრაქტთან დაკავშირებული ყველა პირობა უკვე მოაგვარა. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "განსაკუთრებულს” ორშაბათს გაათავისუფლებდნენ დაკავებული პოსტიდან. სწორედ ხვალ უნდა შეიკრიბოს "რეალის” მმართველობა ჟოზეს საკითხის გადასაწყვეტად. მოურინიოს ადგილზე აქტიურად განიხილებ "პარი სენ ჯერმენის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის კანდიდატურა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |