10:56 PM
მარადონა: "ჩემი ოცნება "ნაპოლის" მწვრთნელობაა"




ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ, განაცხადა, რომ "ნაპოლის" მწვრთნელობა მისი ოცნებაა. არგენტინელმა ასევე დასძინა, რომ, თუ ედისონ კავანი "იუვენტუსში" გადავა, ტურინელთა შეჩერება შეუძლებელი გახდება.

"შეძლებს თუ არა "ნაპოლი" სკუდეტოს მოგებას? ძალიან ძნელი იქნება, რადგან ახლა "იუვენტუსი" კვლავ დადგა ფეხზე", -განაცხადა მარადონამ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში.

"ანტონიო კონტეს განკარგულებაში დიდებული გუნდია. ისინი მიშელ პლატინის ეპოქას მახსენებენ. არც კი მინდა ვიფიქრო, როგორ შეძლებენ მის გაჩერებას, თუ ისეთ თავდამსხმელს დაიმატებენ, როგორიც ედისონ კავანია. "იუვეს" უდიდესი უპირატესობა ექნება მოწინააღმდეგეებთან".

"ვფიქრობ, "ნაპოლის" რაღაც შანსი აქვს. უბრალოდ კავანი და მისი თანაგუნდელები ზეწოლის ქვეშ არ უნდა მოაქციონ. ვალტერ მაცარიც ძალიან მომწონს. როცა "ნაპოლის" ღირსებას ვიცავდი, ჩვენი დამარცხება ძალიან ძნელი იყო, რადგან გუნდი ნამდვილი მამაკაცებისგან შედგებოდა".

"მიყვარს ნეაპოლი და გულშემატკივრები, მაგრამ აქ უდიდესი ზეწოლა იქმნება. ჩემმა ქალიშვილმა სასტუმროს დატოვება ვერ მოახერხა, რადგან უამრავი ადამიანი ცდილობდა მისთვის სურათის გადაღებას. საბოლოოდ რომში გაემგზავრა".

"ნაპოლის მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა. ევროპაში მოხვედრა ძალიან რთული იქნება, რადგან საგადასახადო ორგანოებთან გარკვეული პრობლემები მაქვს. იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს მეტყვიან რომ მარადონას ნეაპოლში დაბრუნება ისე შეუძლია, რომ არაფერზე იღელვოს.
 
ნანახია: 279 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: