12:55 PM მანუელ ალვარესი: “მოურინიომ გვითხრა, რომ მიდის” | |
![]() ეს სიახლე კლუბ "კანილიასის” პრეზიდენტმა მანუელ ალვარესმა გაავრცელა, რომლის კლუბშიც "განსაკუთრებულის” შვილი თამაშობს. "მოურინიომ გვითხრა, რომ მომდევნო სეზონიდან, ჩვენს მწვრთნელებს რჩევებს ვეღარ მისცემს, რადგან აქ აღარ იქნება”, – აცხადებს მანუელ ალვარესი COPE Deportes-თან ინტერვიუში. "თუ ჟოზე "რეალს” დატოვებს – ეს ესპანური ფეხბურთისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება. ვიმედოვნებ, რომ ფლორენტინო პერესი ამ პრობლემას გადაჭრის”. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის სახელს, რომელსაც "რეალთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2014-წლის ბოლოს ეწურება, "ჩელსისა” და "პარი სენ ჟერმენს” უკავშირებენ. საინტერესოა, რომ 2011 წელს, "კანილიასი” გაკოტრებისგან სწორედ მოურინიომ იხსნა, როდესაც ესპანურ კლუბისთვის 10 ათასი ევრო გამოყო. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |