4:49 PM მანჩინის სახელს მოსკოვის “სპარტაკს” უკავშირებენ | |
![]() მედიის ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა შესაძლოა რუსული კლუბი ჩაიბაროს. შეგახსენებთ, გუშინ, "სპარტაკმა” ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა, ორი მატჩის ჯამში შვეიცარიულ "სენტ-გალენთან” დამარცხდა. როგორც იტალიური პრესა გვამცნობს, მოსკოველთა ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალერი კარპინის რობერტო მანჩინით შეცვლაზე დაფიქრდა. მოგეხსენებათ, იტალიელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი "მან სიტი” იყო, საიდანაც იგი ამ წლის მაისის თვეში გაათავისუფლეს. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |