6:03 PM
მანჩინიმ ჰარტი გააკრიტიკა




"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ამ სეზონში გუნდის პირველი მეკარის თამაშით უკმაყოფილოა.

პრემიერლიგის ბოლო ტურში "საუთჰემპტონთან" დამარცხების შემდეგ, რობერტო მანჩინის ინგლისელი გოლკიპერის მისამართით კარგი სიტყვებით ნამდვილად არ უსაუბრია. 

"ჯომ მართლაც მძიმე შეცდომა დაუშვა. თუმცა ეს მისგან არაა გასაკვირი, რადგან მიმდინარე სეზონში ეს არაერთხელ მომხდარა. ჰარტს ადვილი ბურთები ენატრება. რასაც ახლა ის აკეთებს, გუნდისათვის საკმარისი არაა."-განაცხადა "ქალაქელთა" თავკაცმა.

ჰარტსა და რობერტოს შორის ეს პირველი კონფლიქტი არ გახლავთ. გასული წლის სექტემბერში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალთან" მატჩის შემდგომ, იტალიელმა სპეციალისტმა თავისი გუნდის კარის დარაჯი მაშინაც გააკრიტიკა.
 
ნანახია: 263 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: