
12:23 PM მანჩინი: "მოხარული ვარ, რომ იაიას ახალი გამოწვევა სურს" | |
![]() "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს გავრცელებული ხმების არ სჯერა და დარწმუნებულია,რომ იაია ტურე სხვა კლუბში არ გადავა. კოტ'დივუარელი ფეხბურთელი აგენტმა განაცხადა,რომ მის კლიენტს ახალი გამოწვევის მიღება სურს,მაგრამ მანჩესტერელების იტალიელმა თავკაცმა განაცხადა,რომ იაიას "სიტის" გამოწვევაც ეყოფა. "ჩვენ აქ ყოველდღე ახალ-ახალი გამოწვევები გვაქვს.უკანასკნელი 2 სეზონის განმავლობაში ჩვენ ბევრი ვეცადეთ და მოვიპოვეთ სხვადასვა ტიტულები,როგორებიცაა: ინგლისის ასოციაციის თასი,ინგლისის პრემიერლიგის თასი და ინგლისის სუპერთასი",-განაცხადა მანჩინიმ. "ახლა ჩვენ წლევანდელი ჩემპიონატი და ძალიან ბევრი სხვა ტიტული უნდა მოვიგოთ.ამისათვის ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო.ვფიქრობ,რომ ამასთან დაკავშირებით,იაია დამეთანხმება". "მოხარული ვარ,რომ იაიას მრავალი გამოწვევა სურს,მეც ვიზიარებ მის აზრს.მსურს,რომ ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწიოს". გარდა ამისა,მანჩინიმ ტურეს საკუთარი აზრი გაუზიარა და უთხრა,რომ იანვარში გასამართ აფრიკის თასზე მას არ სურს,რომ იაიამ "სიტი" დატოვოს. "მე ამ თემაზე იაიას ვესაუბრე, - განაცხადა რობერტომ. - ვიმედოვნებ,რომ იგი გამიგებს და დარჩენას გადაწყვიტავს". წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |