"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, გუშინ "აიაქსთან" განცდილ მარცხს თავის თავზე იღებს.
"ვთვლი, რომ "აიაქსმა" ჩვენზე უკეთ ითამაშა. მათ უფრო შინაარსიანი ფეხბურთი აჩვენეს" - აღიარა მანჩინიმ. "ალბათ, ეს ჩემი ბრალია - მე თვითონ ცუდად მოვემზადე ამ თამაშისთვის და ფეხბურთელებიც კარგად ვერ დავარიგე. მატჩის წაგებას ჩემს თავს ვაბრალებ."
"ამსტერდამელების არ დაფასებაზე საუბარიც არ შეიძლება, მაგრამ ამ შეხვედრისთვის ისე არ მოვემზადეთ, როგორც ჩვეულებრივ და ეს ჩვენი შეცდომა იყო. ეს მხოლოდ ჩემი ბრალია."
"ახლა ძალიან რთული იქნება 1/8 ფინალში გასვლა. ჩვენს მეტოქეებს 7, 6 და 3 ქულა აქვთ. თუ გავალთ ფლეი-ოფში, ეს საოცრება იქნება."
"ფეხბურთელების ფსიქოლოგიურად აღდგენა არ გამიჭირდება. სეზონი ძალიან გრძელია და ყოველი წარუმატებელი მატჩის შემდეგ შეიძლება გამოსწორება."