1:03 PM
მანჩინი: "ბალოტელის კვლავ აქვს მომავალი "სიტიში"




"ქალაქელთა" მენტორი მიიჩნევს, რომ გუშინდელი მისი და ბალოტელის შეტაკება, ჟურნალისტებმა ძალიან გააბუქეს.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა სურათები, სადაც ჩანს, რომ "მან.სიტის" დამრიგებელი რობერტო მანჩინი, ცდილობს ხელით ჰაერში აწიოს თავისი თანამემამულე მარიო ბალოტელი.

პრესა მაშინვე ალაპარაკდა თავდამსხმელის გუნდიდან გარდაუვალ წასვლაზე მწვრთნელის მოთმინებაზე.

"მისი მომავალი? არაფერი შეცვლილა. ეს ხდება, როგორც წესი ორ ადამიანს შორის."-აცხადებს მანჩინი.

"ეს არ ყოფილა ასე ტრაგიკული, როგორც ამას ჟურნალისტები პრესაში წერენ. მარიო თანაგუნდელს სიტყვიერად ეჩხუბა, მე კი მას მოედნის დატოვება ვთხოვე, რაზეც მან უარი განმიცხადა. ეს იყო და ეს."

"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. სურათები რეალობას არ ასახავენ. მე მხოლოდ დავიჭირე და გავაჩერე ის. არ ყოფილა ისე, როგორც ფოტოებზეა ნაჩვენები."

"მე მხოლოდ ორიოდე წამი ვიყავი გაბრაზებული, შემდეგ კი გადამიარა. ბალოტელი იძულებული იყო დაეტოვებინა მოედანი, რადგან მან წესები დაარღვია."-დაასრულა იტალიელმა სპეციალისტმა.
ნანახია: 272 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: