როგორც ჩანს,"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი სერიოზულად დაინტერესდა მადრიდის "ატლეტიკოს" კოლუმბიელი ფორვარდის რადამელ ფალკაოს გადაბირებით.
"ჩვენ ვიცით,რომ მანჩინი თამაშს თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა,მაგრამ ამ ფაქტს სრული სიმშვიდით ვხვდები.ვიცით,რომ მანჩინი მადრიდში ამ მატჩს იმიტომ დაესწრო,რომ ფალკაოს თამაში ეხილა",-განაცხადა "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერეზომ Cadena Ser-სთან ინტერვიუში.
"სავსებით შესაძლებელია ისიც,რომ მანჩინი იმიტომ ჩამოვიდა,რათა მალაგაში სახლი შეერჩია",-გაიხუმრა სერეზომ.
შეგახსენებთ,რომ გუშინდელ გამართულ მატჩში "ატლეტიკომ" "მალაგა" დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა და აქედან ერთი გოლი სწორედ ფალკაოს ანგარიშზეა.

წყარო: Goal.com