"სიტი" - "იუნაიტედის" მატჩის შემდეგ ერთბაშად 9 გულშემატკივარი მოექცა მანჩესტერის პოლიციის ყურადღების ქვეშ.
შეგახსენებთ, რომ "ემიუს" მცველს, რიო ფერდინანდს ტრიბუნებიდან გაურკვეველი საგანი ესროლეს. შედეგად, რიოს წარბი დაუზიანდა. ქალაქის პოლიცია აღნიშნულ საქმეს იძიებს.
ამ ეტაპზე, ინგლისელ სამართალდამცავებს ცხრა ეჭვმიტანილი ჰყავთ, რომელთაგანაც ორი მოედანზე შესვლას ცდილობდა, სამი რასისტულ ქმედებაშია ეჭვმიტანილი, ხოლო ორი სტადიონზე ,ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფნი, შევიდნენ.
ერთ-ერთმა სამართალდამრღვევმა, 21 წლის მეთიუ სკოტმა ბოდიშიც კი მოიხადა რიო ფერდინანდისა და მისი თანაგუნდელების წინაშე: "მრცხვენია. მინდა, ბოდიში მოვუხადო რიო ფერდინანდს და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა მოთამაშეს. ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა ჯო ჰარტს, რომელმაც შემაჩერა, როცა მოედანზე შესვლას ვცდილობდი".