10:23 PM “მანჩესტერ სიტი” რიჩარდსსა და საბალეტას ახალ კონტრაქტებს უმზადებს | |
![]() მანჩესტერელები დაცვის ხაზის ორ ფეხბურთელთან აპირებენ თანამშრომლობის გახანგრძლივებას. ბოლო თვეებია "მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა წამყვან ფეხბურთელებთან კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მუშაობს – ცოტა ხნის წინ, კლუბთან ახალი ხელშეკრულებები დავიდ სილვამ და იაია ტურემაც გააფორმეს. "ცისფრების” პრეზიდენტის ჰალდუნ ალ-მუბარაკის სიტყვებით, ეს მუშაობა გაგრძელდება და უახლოეს დროში კლუბი ახალ შეთანხმებას მიკა რიჩარდსთან და პაბლო საბალეტასთანაც მიაღწევს. "ძალიან მალე რიჩარდსთან და საბალეტასთან კონტრაქტს გავახანგრძლივებთ. ეს ბიჭები "მანჩესტერ სიტისთვის” უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ისინი გუნდის წამყვან ფეხბურთელებად ითვლებიან. ჩვენ არამხოლოდ ახალი ფეხბურთელების შეძენით ვართ დაინტერესებულნი, არამედ ამჟამინდელი კოლექტივის შენარჩუნებითაც”, – განაცხადა ალ-მუბარაკმა. წყარო: www.mcfc.co.uk | |
|
სულ კომენტარები: 0 | |