11:56 AM
“მანჩესტერ სიტი” ფერნანდინიოს შეძენასთან ახლოსაა



ინგლისის ვიცე-ჩემპიონი "შახტარის” ბრაზილიელი ნახევარმცველის კანდიდატურას მიუბრუნდა.

როგორც The Telegraph იტყობინება, "მანჩესტერ სიტიმ” დონეცკის "შახტარის” 28-წლის ნახევარმცველის ფერნანდინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განაახლა. უფრო მეტიც, ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, მანჩესტერელები ფეხბურთელის შეძენას უფრო მიუახლოვდნენ.

იმ ციფრებზე, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკებებში ფიგურირებს, ჯერჯერობით ცნობილი არაფერია, თუმცა საქმე იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტი” ბრაზილიელის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, არ მიდის. შეგახსენებთ, მისი სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს. მიუხედავად ამისა, კომპრომისი უკვე მიღწეულია, წერს გამოცემა.

თავად ფეხბურთელმა კლუბის დატოვებისა და საკუთარი ძალების ინგლისში მოსინჯვის სურვილი უკვე არაერთხელ გამოთქვა.

წყარო: The Telegraph

ნანახია: 296 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: