9:28 PM
“მანჩესტერ სიტი” მზადაა პეპეს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს




"რეალის” მცველი კლეპერ პეპე "მანჩესტერ სიტის” ინტერესების სფეროში მოექცა.

"ცისფრები” მზად არიან პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 30-წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ მადრიდელებს 30 მილიონი ევრო შესთავაზონ.

გარდა ამისა, ინგლისური კლუბი მზადაა პეპეს ორჯერ უფრო მეტი ხელფასი შესთავაზოს, ვიდრე ამჟამად ფეხბურთელი "ბლანკოსში” გამოიმუშავებს. გამოცდილ მცველს "რეალთან” მოქმედი ხელშეკრულება 2016-წლის ზაფხულში ეწურება, მისი წლიური ჯამაგირი კი 3,5 მილიონი ევროს შეადგენს.

გასულ სეზონში პეპემ "სამეფო კლუბის” მაისური პრიმერა დივიზიონის 28 შეხვედრაში მოირგო, თავი კი გატანილი ერთი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

წყარო: Marca

ნანახია: 289 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: