6:11 PM
“მანჩესტერ სიტი” ლამელასთვის 30 მილიონს ამზადებს





"რომას” არგენტინელმა თავდამსხმელმა შესაძლოა კარიერა "ნისლიან ალბიონზე” გააგრძელოს.

20-წლის ერიკ ლამელა დიდი ხანია, რაც "მანჩესტერ სიტის” სატრანსფერო გეგმებში შედის და "რომამ” ერთხელ უკვე გაისტუმრა უარით არგენტინელის ტრანსფერთან დაკავშირებული "ცისფრების” ოფიციალური წინადადება. ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა შემტევმა იტალიის ჩემპიონატში თავი 15 გატანილი გოლით გამოიჩინა.

თუმცა, "მანჩესტერ სიტი” ამით არ შეშინებულა და ვარაუდობენ, რომ კლუბის წარმომადგენლები "ჯალოროსისა” და "მილანს” შორის დღეს გასამართ შეხვედრას დაესწრებიან იმისათვის, რათა ნიჭიერი ფეხბურთელის თამაშს დააკვირდნენ და სამომავლო მოლაპარაკებებს საფუძველი ჩაუყარონ. ახლა მანჩესტერელები მზად არიან ლამელას სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.

"რომამ”, შეგახსენებთ, ლამელმა "რივერ პლეიტისგან” 2011-წელს დაახლოებით 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

პრესის ინფორმაციით, "მან სიტის” წარმომადგენლები ერთადერთნი არ იქნებიან, რომლებიც იტალიაში ლამელას თამაშის საყურებლად ჩავლენ. ვარაუდობენ, რომ "რომასა” და "მილანის” დაპირისპირებას არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელიაც დაესწრება.

ნანახია: 335 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: