10:31 PM “მანჩესტერ სიტი” ისკოსთვის აღარ იბრძოლებს | |
![]() ესპანელი ტალანტი კლუბის ინტერესების სიაში აღარ შედის. მოგეხსენებათ, "მალაგას” 21-წლის ნახევარმცველი ისკო "მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთ პრიორიტეტულ სატრანსფერო მიზნად ითვლებოდა, "ცისფრების” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანუელ პელეგრინის დანიშვნამ კი ეს ტრანსფერო უფრო რეალური გახადა. მიუხედავად ამისა, ფერან სორიანომ და ჩიკი ბერგისტაინმა იმ ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენაზე უარი განაცხადეს, რომელსაც "მალაგა” 35 მილიონ ევროდ აფასებს. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ბანალურია – მანჩესტერელების ხელმძღვანელობა თვლის, რომ შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში დავიდ სილვას, სამირ ნასრის, ჯეიმს მილნერს, სერხიო აგუეროსა და იაია ტურეს შეუძლიათ, რაც სრულიად საკმარისია. წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |