10:06 PM
“მან სიტიში” ტრავმების ეპიდემიაა


ფეხბურთელებთან დაკავშირებით, მანუელ პელეგრინის სერიოზული პრობლემები აქვს.

უახლოეს მატჩებში "მან სიტის” თავკაცს ერთდროულად რამოდენიმე წამყვანი შემსრულებელი დააკლდება.

მომავალ სამ შეხვედრაში – "სტოკთან” და "ვიქტორიასთან” გასვლით, ასევე "ემიუსთან” საშინაო დაპირისპირებებში – ვერ ითამაშებს დავიდ სილვა. მას მუხლთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, რომელიც ესპანეთის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას მიიღო.

"სიტის” კაპიტან ვენსან კომპანისაც ტრავმა აქვს, დაზიანებული საზარდულის გამო, იგი უახლოეს ორ მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი თამაში "იუნაიტედთან” გასამართ დერბიში თამაშიც.

გარდა ამისა, ლაზარეთში იმყოფებიან მიკა რიჩარდსი და გაელ კლიშიც, რომლებსაც ბარძაყის კუნთთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.

არ დავივიწყოთ ისიც, რომ ნოემბრამდე ვერ ითამაშებს მარტინ დემიჩელისი.

წყარო: The Guardian

ნანახია: 308 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: