9:00 PM “მან სიტის” ახალწვეული დემიჩელისი ნოემბრამდე გამოაკლდა | |
![]() არგენტინელმა მცველმა მუხლის ტრავმა მიიღო. მოგეხსენებათ, მარტინმა "ატლეტიკო” მანჩესტერში მხოლოდ ამ კვირას გაცვალა, მაგრამ, "ქალაქელების” რიგებში თავისი პირველი ტრავმის მიღება უკვე მოასწრო. "მან სიტის” ერთ-ერთ ვარჯიშზე, მარტინმა მუხლი დაიზიანა, რის გამოც იგი ექვსი კვირა იუქმებს. ასე და ამგვარად, დემიჩელისი "სიტის” მაისურით სადებიუტო შეხვედრის ჩატარებას ნოემბრის პირველ რიცხვებამდე ვერ მოახერხებს. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |