2:04 PM
“მან სიტიმ” ელ შაარავისთვის 40 მილიონი გაამზადა



"ცისფრები” კიდევ ერთი გახმაურებული ტრანსფერის განხორციელებას უმიზნებენ.

როგორც ავტორიტეტული La Gazzetta dello Sport იტყობინება, "მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა სტეფან ელ შაარავის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.

გამოცემის მტკიცებით, მანჩესტერელები მზად არიან "ფარაონის” სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადონ, უახლოეს დროში კი "როსონერის” ოფიციალური წინადადებით მიმართონ.

ასევე ვარაუდობენ, რომ თუ "მილანს” ასეთი შეთავაზება მიუვა, მაშინ კლუბი, რომელიც თავისი ფინანსური სიძლიერით არ გამოირჩევა, შესაძლოა "სიტის” წინადადებას დათანხმდეს, როგორც გასულ წელს "პსჟ”-ში ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ტიაგო სილვას გაშვებას დათანხმდა.

წყარო: La Gazzetta dello sport

ნანახია: 336 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: