მანჩესტერელების არგენტინელ თავდამსხმელს პრობლემები მუხლქვეშა მყესებთან დაკავშირებით აწუხებს.
დღეს სერხიო აგუერომ საკუთარი თვითერის მეშვეობით დაადასტურა, რომ მან პრემიერ ლიგის გასულ ტურში "სტოკ სიტისთან" მატჩში ტრავმა მიიღო.
"განმეორებითმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ მუხლქვეშა მყესები მაქვს დაზიანებული. მე იტალიაში გავემგზავრები, სადაც მკურნალობის კურსს დავიწყებ",-წერია "კუნის" ოფიციალურ თვითერზე.
სწორედ ამ ტრავმის გამო გამოტოვა აგუერომ გუშინდელი ინგლისის თასის მესამე რაუნდის მატჩი, სადაც მისმა გუნდმა შინ "უოტფორდი" გაანადგურა (3:0). მოსალოდნელია, რომ სერხიო "სიტის" დახმარებას ვერც პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის მატჩში შეძლებს, სადაც მანჩესტერელები "არსენალს" დაუპირისპირდებიან.