4:37 PM
"მან სიტი" ტევესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს


მანჩესტერელები არგენტინელი თავდამსხმელისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ ჩქარობენ.

მიუხედავად იმისა, რომ კარლოს ტევესს კლუბთან კონტრაქტი 18 თვის შემდეგ ეწურება, მხარეებს ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები არ გაუმართავთ.

"ჯერჯერობით არ ვიცი, რას ფიქრობს კარლოსი ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ წინ ჯერ კიდევ 18 თვე გვაქვს, რათა მასთან ახალი ხელშეკრულება გავაფორმოთ. ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი დროა".

"ტევესი გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად ჩამოყალიბდა და ახლა, როდესაც მარიო ბალოტელისთან პრობლემები გვაქვს და სავსებით შესაძლებელია მან მანჩესტერი დატოვოს, მას დიდი გამოცდილება აქვს იმისათვის, რომ გუნდს წინსვლაში დაეხმაროს",-განაცხადა რობერტო მანჩინიმ.
ნანახია: 285 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: