9:45 AM
“მან სიტი” როისში 38 მლნ ევროს იხდის



ინგლისური გრანდი "ბორუსიას” რთული არჩევნის წინაშე აყენებს: ერთის მხრივ ბევრი ფული, მეორე მხრივ – გუნდის ლიდერის დაკარგვა.

ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა "ბორუსიას” მარკო როისის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართავს, რომლის უარით გასტუმრებაც დორტმუნდელებს ძალიან გაუჭირდებათ.

თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მაშინ "ცისფრები” მზად არიან გერმანულ გრანდს გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარმცველში 38 მილიონი ევრო გადაუხადონ.

შეგახსენებთ, რომ როისი იურგენ კლოპის გუნდში გასულ ზაფხულს მიონხენგლადბახის "ბორუსიადან” გადაბარგდა 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

მიმდინარე სეზონში მარკომ 22 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ნანახია: 280 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: