3:09 PM
“მან სიტი” ფერნანდინიოდან ვიდალზე გადაერთო



ინგლისურმა კლუბმა ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებისათვის თავისი სატრანსფერო პრიორიტეტი შეცვალა.

"მანჩესტერ სიტი” დონეცკის "შახტარის” ბრაზილიელ ნახევარმცველში 40 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდას არ აპირებს, სწორედ ამიტომ, მანჩესტერელების ახალი მიზანი "იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი გახდა.

თუმცა, "სიტის” ჩილელის ტრანსფერი შესაძლოა ფერნანდინიოზე ძვირი დაუჯდეს. "იუვენტუსმა” უკვე უარყო "ბაიერნის” შეთავაზება 35 მილიონი ფუნტის ფარგლებში და ნათლად მიანიშნა ყველა, რომ გუნდის ერთ-ერთ წამყვან შემსრულებელთან განშორებას არ აპირებს. გარდა "ბაიერნისა” და "მან სიტისა”, ვიდალის მიმართ ინტერესს "რეალიც” იჩენს, თუმცა ინგლისში იმედოვნებენ, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე არტუროს თანამემამულის დანიშვნა თავის როლს ითამაშებს, საუბარია მანუელ პელეგრინიზე.

"იუვენტუსი”, თავის მხრივ, შეეცდება ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმებაში დაითანხმოს.

წყარო: Daily Star

ნანახია: 323 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: