2:47 PM “მან სიტი” კავანისთვის ბრძოლაში წინ გაიჭრა | |
![]() მანჩესტერელებმა ურუგვაელი თავდამსხმელის ტრანსფერზე სერიოზული მუშაობა დაიწყეს. უახლოეს ზაფხულში ედინსონ კავანის ხელში ჩასაგდებად სერიოზული ბრძოლა გაიმართება, რადგან "რეალს”, "პსჟ”-სა და "მან სიტის” თავიანთი თავდასხმის ხაზის გაძლიერება იმ ფეხბურთელით სურთ, რომელიც არ არის წინააღმდეგ ნეაპოლი სხვა ტიტულებისთვის მებრძოლ კლუბში გაცვალოს. მანჩესტერში კავანისთვის ბრძოლის მოგებაზე მთლიანად კონცენტრირებულნი არიან, არსებობს ინფორმაცია, რომ კლუბი წინ გაიჭრა და "ნაპოლისთან” მოლაპარაკებები წამოიწყო. "სიტის” "რეალისა” და "პარი სენ ჟერმენის” შეთავაზებებზე უკეთესი ოფიციალური წინადადების შეთავაზებას აპირებს, როგორც ტრანსფერის ფასის, ისევე პირადი კონტრაქტის პირობების თვალსაზრისით. "ცისფრები” მზად არიან ედინსონის სანაცვლოდ 52 მილიონი ფუნტი გადაიხადონ, თავად ფეხბურთელი კი კვირაში ხელფასის სახით 250 ათასი ფუნტით "გაამდიდრონ”. ახლა ამ ტრანსფერზე გუნდის სპორტული დირექტორი ჩიკი ბერგისტაინი და აღმასრულებელი დირექტორი ფერან სორიანო მუშაობენ, რომლებიც სატრანსფერო ბრძოლების დათმობას არ აპირებენ და ამის გაკეთებას არც კავანის შემთხვევაში გეგმავენ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |