2:18 PM “მან სიტი” კარლოს ტევესს გაუხანგრძლივებს | |
![]() მანუელ პელეგრინის არგენტინელი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ პელეგრინი "სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯერ კიდევ არ დაუნიშნიათ, ინგლისური პრესა "ცისფრების” თავკაცის როლში ჩილელი სპეციალისტის სამომავლო გეგმებზე სიახლეების გავრცელებას აგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მანუელს მანიკუნიანელების თავდამსხმელი კარლოს ტევესი სჭირდება. სწორედ ამიტომ, ძალიან მალე, "სიტი” კარლიტოსს კონტრაქტის კიდევ ორი წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს. ასე რომ, მადრიდის "რეალს”, რომელიც მზადაა ტევესის სანაცვლოდ 20 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, არგენტინელის შეძენაზე უარის თქმა მოუწევს. წყარო: The Telegraph | |
|
სულ კომენტარები: 0 | |