10:36 AM “მან სიტი” “ატლეტიკოს” ტალანტს აკვირდება | |
![]() გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერელები ინტერესს ნახევარმცველ ოლივერ ტორესის მიმართ იჩენენ. დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობის ქვეშ 18-წლის ნახევარმცველმა "ატლეტიკოს” პირველ გუნდში რეგულარულად თამაში დაიწყო. მიმდინარე სეზონში ოლივერმა "როხიბლანკოს” მაისურით უკვე ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ესპანური პრესა წერს, რომ "მან სიტი”, რომელიც ბოლო ორი წელიწადია ტორესს აკვირდება, უფრო აქტიურად ამუშავდა. არსებული ინფორმაციით, "ცისფრების” სკაუტები პრიმერა დივიზიონის მატჩს დაესწრნენ, სადაც ერთმანეთს "ატლეტიკო” და "დეპორტივო” დაუპირისპირდნენ. ზაფხულში მანჩესტერული კლუბი ოლივერის ხელში ჩაგდებას ეცდება. "ცისფრები” მზად არიან "ატლეტიკოს” ტორესის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მიმართონ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |