7:24 PM
"მალიორკა" – "ბარსელონა". ტიტო ვილანოვა მატჩის წინ


ტიტო ვილანოვამ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ გლაზგოში დამარცხების შემდეგ "გუნდი მხოლოდ კარგზეა მობილიზებული და იმაზე, რომ თუ რა შეიძლება გავაუმჯობესოთ "მალიორკასთან" გასამართი შეხვედრის წინ". მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ მეტოქეს სერიოზული დანაკლისები აქვს ტიტო მიიჩნევს, რომ "კაპაროსის გუნდები მუდამ ქმნიან პრობლემებს. "მალიორკას" მოედანზე თამაში მუდამ რთულია". ამას გარდა ტიტომ გაიხსენა, რომ "ატლეტიკში" მუშაობისას ხოაკინ კაპაროსის გუნდი ერთადერთი იყო, რომელიც "ბარსელონას" წინ ეთამაშებოდა პრესინგს.

 

პუიოლი არ ითამაშებს

 

"ბარსელონას" მწვრთნელმა შეგვახსენა, რომ "ჩვენს წინააღმდეგ "მალიორკა" ნათელ სტილში თამაშობს. ისინი არ გვაცლიან შეტევების დაწყებას. შესაძლოა მათ ბურთის მცველებს უკან ჩაგდებები გამოიყენონ, რადგან შეტევაში მათ სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ". ვილანოვამ ამ შეხვედრაში კარლეს პუიოლის მონაწილეობა გამორიცხა: "ის ნამდვილად არ ითამაშებს. ფიზიკური კუთხით ის წესრიგშია, მაგრამ შესაძლოა ჯერ ძალიან ადრე იყოს მისი თამაში, ამიტომ კიდევ ერთ კვირას მოვიცდით" – ახნსმა მწვრთნელმა.

 

ცნობადი სტილი

 

ამ პრეს–კონფერენციაზე ბევრი კითხულობდა "სელტიკთან" მარცხის შესახებ. ვილანოვამ განაცხადა, რომ "ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ თამაშობდა გუნდი. მეორე ნახევარში ბურთის ფლობა 97% იყო ჩვენს სასარგებლოდ. თუკი ეს საკმარისი არ არის... ჩვენ ვაკოტროლებდით ბურთს და გატანის შანსები გვქონდა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ბურთის გაკონტროლებას, შეტევას და გოლების გატანას. ეს თამაშის ჩვენი სტილია. პირველ გუნდს ასე თამაში კარგად გამოსდის. ფსონი კეთდება იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამარჯვების მოპოვება. "ბარსას" მისი სტილის გამო მოსწონთ, რასაც სხვა გუნდებზე ვერ ვიტყვით" – აღნიშნა მან.

 

"ბარსას" მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ისეთ თამაშები, როგორიც ოთხშაბათს იყო უკვე ბევრი ჩატარდა: "ისეთი თამაშები, როგორიც "სელტიკთან" იყო 60 შეხვედრიდან 50 მატჩში იყო. 95% მატჩებში კი "ბარსამ" იმარჯვა, თუმცა არავის არაფერი უთქვამს". პრეს–კონფერენციის ბოლოს მწვრთნელმა მესის და ვილიას შორის კონფლიქტი უარყო: "ის, რასაც მე ვხედავ ძალიან კარგ ურთიერთობას ვუწოდებ. ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს. ბურთის მოთხოვნა თამაშის მსვლელობისას ნორმალური მოვლენაა".


ნანახია: 294 | დაამატა: RoM@N | ტეგები: მალიორკა – ბარსელონა. ტიტო ვილანოვა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: