3:45 PM
“მალაგას” ტულალანის “ატლეტიკოში” გაშვება არ უნდა



ანდალუსიურ კლუბს გამოცდილი ნახევარმცველის გასხვისება არ სურს.

გასულ კვირას ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ატლეტიკო” და "მალაგა” ჟერემი ტულალანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, ამ ტრანსფერის ფასიც კი დასახელდა – ხუთი მილიონი ევრო.

თუმცა, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მხარე ამ სიახლის ოფიციალურად დადასტურებას არ ჩქარობს. როგორც აღმოჩნდა, "ატლეტიკოს” ხელმძღვანელობა "მალაგას” ბოსებს ჯერ არ შეთანხმებია, რადგან ანდალუსიელებს 29-წლის ნახევარმცველის "როხიბლანკოში” გაშვება არ სურთ.

შეგახსენებთ, ტულალანი "ლა როსალედაზე” 2011-წლიდან ასპარეზობს. ჟერემის სანაცვლოდ "მალაგამ” "ლიონს” ათი მილიონი ევრო გადაუხადა.

წყარო: Unicaja Diariosur

ნანახია: 311 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: