12:50 PM
"მალაგა" ლუგანოს არენდით აიყვანს?



ურუგვაელი ცენტრალური მცველი ესპანეთში გადაბარგებასთან ახლოსაა.

ფრანგული გამოცემა Le 10 Sport იტყობინება, რომ უახლოეს დროში "მალაგა" "პსჟ"-დან 32-წლის ურუგვაელ მცველს დიეგო ლუგანოს არენდით აიყვანს, რომელიც პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედის, მიმდინარე სეზონში მას პრაქტიკულად არ უთამაშია.

მოსალოდნელია, რომ "მალაგა" ლუგანოს სეზონის ბოლომდე "ინათხოვრებს", ზაფხულში კი მისი გამოსყიდვა 1,5 მილიონ ევროდ შეეძლება. 

ცოტა ხნის წინ, "პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხდა, რომ ლუგანო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს ყველანაირ შემთხვევაში დატოვებს.
 
ნანახია: 263 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: