ესპანური "მალაგა" ნახევარმცველ ისკოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
მიმდინარე კონტრაქტის თანახმად ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2016-წელს ეწურება და მისი გამოსასყიდი თანხა 21 მილიონ ევროს შეადგენს.რადგან,ნახევარმცველის გადაბირებით ძალიან ბევრი შეძლებული კლუბია დაინტერესებული,"მალაგას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა,რომ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს,რომლის შემდეგაც მისი სატრანსფერო ფასი ერთი ორად აიწევს.
შეგახსენებთ,რომ 20-წლის ფეხბურთელის გადაბირებით ისეთი ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი,როგორებიც მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" არიან.გარდა ამისა,არც ისე ადრე,მის სახელს კატალონიის "ბარსელონასაც" უკავშირებდნენ.

წყარო: Marca