2:23 PM მაკელელე “რეალში” დაბრუნდება? | |
![]() ფრანგი, რომელიც ერთ დროს ფეხბურთელის რანგში "ბლანკოსის” ღირსებას იცავდა, შესაძლოა კლუბის ახალ სამწვრთნელო შტაბში შევიდეს. ფრანგული პრესა იტყობინება, რომ თუ კარლო ანჩელოტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალს” ჩაიბარებს, მაშინ მისი ასისტენტი 40-წლის კლოდ მაკელელე გახდება. ახლა მაკელელე ანჩელოტის "პსჟ”-ში ეხმარება და იტალიელისა და ფრანგის სამწვრთნელო დუეტის მუშაობით გამოღებული შედეგები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს – პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონატის ტიტულის მოპოვებასთან ახლოს არიან და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე გააღწიეს, სადაც დაძაბულ ბრძოლაში "ბარსელონასთან” დამარცხდნენ. შეგახსენებთ, რომ მაკელელე "რეალში”, როგორც ფეხბურთელი, 2000-წლიდან 2003-წლამდე თამაშობდა და "ბლანკოსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება იზეიმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |