6:36 PM
ლუსიო: "მე არ ვარ ბედნიერი ტურინში"





ტურინის "იუვენტუსის" ბრაზილიელმა მცველმა, ლუსიომ, დაადასტურა, რომ სურს დატოვოს "იუვენტუსი". 

"ანტონიო კონტე თამაშის საშუალებას არ მაძლევს, ამიტომ მსურს, რომ დავტოვო კლუბი," - ამბობს ლუსიო.

"მე არ ვარ ბედნიერი ტურინში, რადგან ვერ ვთამაშობ. ეს რამდენიმე თვეში ჩემთვის ძალიან რთული იყო. შევეცდები მოვიძიო ისეთი კლუბი, რომელშიც მოედანზე გასვლის საშუალება მომეცემა. 

"ვოლფსბურგი"? ეს კარგი ვარიანტია. გერმანიაში მშვენიერი დრო გავატარე. ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი ბედნიერი დარჩება ეოდესაც გაიგებს, რომ გერმანიაში უნდა დავბრუნდეთ."

ბრაზილიელის კონტრაქტი "იუვენტუსთან", 2014 წლის ზაფხულში იწურება.
ნანახია: 300 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: