9:35 PM
ლუკაკუს "ჩელსიში" დაბრუნება არ სურს



ბელგიელი ფორვარდი იმედოვნებს, რომ "ვესტ ბრომვიჩ ალბიონში" დარჩება.

"ახლა მე ჩემს თავს ვუყურებ და ვხვდები, რომ "ვესტ ბრომში" ბედნიერი ვარ. არ მაინტერესებს, რა ხდება "ჩელსის" თავს, რადგან ამჟამად ამ კლუბში ვიზრდები, როგორც ფეხბურთელი".

"უახლოესი ორი წლის გატარება "ვბა"-ში მსურს, რათა რაც შეიძლება მეტი სათამაშო პრაქტიკა მივიღო. ჯერჯერობით გვიანაა, რაიმე კონკრეტულზე საუბარი, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ იანვრის ბოლოს ყველაფერი გარკვეული იქნება",-განაცხადა ფორვარდმა, რომელმაც "რედინგთან" მატჩში დუბლი გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონს ლუკაკუ ნამდვილად "ვესტ ბრომში" ჩაატარებს, თუმცა თუ მომდევნო სეზონიდან იგი "ჩელსის" რიგებს შეუერთდება, მაშინ მას სათადარიგოთა სკამზე ვიხილავთ, რადგან "არისტოკრატებს" ფერნანდო ტორესი და ახლადშეძენილი დემბა ბა ჰყავთ, გარდა ამისა, მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდის რადამელ ფალკაოს გადაბირებას გეგმავენ.
 
ნანახია: 281 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: