11:13 PM ლუის გუსტავოს წინადადებები ესპანეთიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან და რუსეთიდან აქვს | |
![]() ნახევარმცველი მიუნხენს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აუცილებლად დატოვებს. "არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტულ მიზნად "ბაიერნის” ნახევარმცველ ლუის გუსტავოს ტრანსფერის განხორციელება დაასახელა, რომლის სანაცვლოდაც "მეთოფეები” მზად არიან ბრაზილიელის სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ. "ემირეიტს სტედიუმზე” პრაქტიკულად დარწმუნებულნი არიან, რომ საბოლოო ჯამში, გუსტავო "არსენალში” გადავა, თუმცა "ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაგვარწმუნა, რომ ჰავბეკის შეძენა სხვა კლუბებსაც სურთ. "ლუისს წინადადებები ესპანეთიდან, რუსეთიდან, ინგლისიდან და გერმანიიდან აქვს. ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ სად გააგრძელებს კარიერას”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Abendzeitung Muenchen. უფრო მეტიც, იტალიური პრესა იტყობინება, რომ 26-წლის მოთამაშისთვის ბრძოლაში მზადაა "ნაპოლიც” ჩაერთოს. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |