4:31 PM
ლუჩესკუს “პსჟ”-ში გადაბარგება არ უნდა



რუმინელი სპეციალისტი დონეცკის "შახტარის” დატოვებას არ აპირებს.

"დაინტერესებული ვარ თუ არა "პსჟ”-ში მუშაობით? მე მხოლოდ ჩემი გუნდით ვარ დაინტერესებული. ამჟამინდელ კლუბთან ორწლიანი მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს, ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კარგი გუნდი მყავს, გუნდი, რომელიც კარგად თამაშობს”, – აცხადებს ლუჩესკუ პროგრამა l’Intégrale Foot-თან საუბრისას.

"მინდა, რომ "შახტარი” თამაშის დონით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს და ვეცდები ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რათა ჩემმა ბიჭებმა კონტინენტის წამყვან კლუბებს კონკურენცია გაუწიონ”.

შეგახსენებთ, მარტის თვის ბოლოს ლუჩესკუმ "შახტართან” ახალი ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ნანახია: 301 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: