9:54 PM
ლორისი: "იანვარში ლისანდრო ჩვენთან ძალიან ახლოს იყო"




ლონდონის "ტოტენჰემის" გოლკიპერმა აღიარა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ლიონში" მისი ყოფილი პარტნიორი "დეზებთა" შემადგენლობაში გადასვლის ზღვარზე იყო.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელებმა დამიაოს ვერ გადაბირების შემდეგ გადაწყვიტეს საფრანგეთში გამგზავრება, სადაც ლისანდრო ლოპეზის შეძენას შეეცდებოდნენ.

"ჩანდა, რომ ლოპეზი "ტოტენჰემში" თითქმის გადმობარგებული იყო. იგი ძლიერი ფეხბურთელია, დაჯილდოებული ქარიზმით. მას "ლიონის" შემადგენლობაში უამრავი კარგი მატჩი აქვს ჩატარებული."-აცხადებს უგო ლორისი.

"ეს არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდზე მუშაობს და შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს შეხვედრის შედეგი. ლისანდრო მეტს იმსახურებს!"-განაცხადა ლონდონელთა კარის დარაჯმა, L'Equipe-სთან მიცემულ ინტერვიუში.
 
ნანახია: 269 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: