10:43 PM
ლორენტეს წასვლა სურს



ესპანელმა ფორვარდმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

არც ისე ადრე "ატლეტიკის" ფორვარდს ფერნანდო ლორენტეს გუნდის მთავარ მწვრთნელთან მარსელო ბიელსასთან კონფლიქტი მოუვიდა,თუმცა ეს კონფლიქტი მალე მოგვარდა.

მიუხედავად ამისა,თავად ფეხბურთელს სამუშაო ადგილის შეცვლა მაინც სურს და ამის გაკეთებას იგი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს.გავრცელებული ხმების თანახმად,ლორენტეს სახელს აქტიურად უკავშირებენ ტურინის "იუვენტუსს".

"ფერნანდოს ზამთარში კლუბიდან წასვლა სურს,მის გადაბირებას კი "იუვენტუსი" აპირებს,შესაძლებელია თუ არა ეს ტრანსფერი შედგეს? რატომაც არა",-განაცხადა თავდამსხმელის აგენტმა.

"იუვენტუსი" შესანიშნავი კლუბია,როგორც "მილანი","ინტერი" და სხვა იტალიური კლუბები.ვნახოთ,ზამთარში რა მოხდება",-დაასრულა აგენტმა.
 

წყარო: Corriere dello sport

ნანახია: 274 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ლორენტეს წასვლა სურს | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: