როგორც ჩანს, ბასკი მოთამაშე თავის ამჟამინდელ კლუბში კონტრაქტის ბოლომდე იასპარეზებს.
როგორც მოგეხსენებათ, აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ტურინელები ფერნანდოს წელიწადში ოთხ მილიონ ევროს გადაუხდიდნენ, თუმცა როგორც ჩანს, "ბილბაოს" ხელმძღვანელებმა ეს შემოთავაზება უარით გაისტუმრეს.
ამ მხრივ, მხარეებმა ტრანსფერის განხორციელება ზაფხულში გადაწყვიტეს. შეგახსენებთ, რომ ლორენტეს კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება სწორედ სეზონის ბოლოს უმთავრდება და "იუვენტუსში" ის თავისუფალი აგენტის სტატუსით, თანხის გარეშე გადაბარგდება.
წინასწარი ცნობით, ესპანელი ფორვარდი იტალიელებთან ოთხ წლიან კონტრაქტზე მოაწერს ხელს. მისი ხელფასი წელიწადში 4,5 მილიონი ევრო იქნება. დაახლოებით ათ დღეში, იტალიის მოქმედ ჩემპიონებს უკვე ოფიციალურად შეეძლებათ ამ ფაქტის გახმაურება.