4:56 PM
ლორენტე “იუვენტუსს” არ დატოვებს



ტურინულმა კლუბმა ესპანელი ფორვარდის წასვლასთან დაკავშირებულ ჭორებს ბოლო მოუღო.

რამოდენიმე დღის წინ, იტალიურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლორენტე "იუვენტუსში” ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობის ქვეშ ადაპტირებას ვერ ახერხებს. ამის შემდეგ გაჩნდა ჭორები, რომ ფერნანდოს ტურინის დატოვება უნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლორენტემ შესაძლოა "იუვენტუსი” "ბარსელონაში” გაცვალოს. "ბლაუგრანა” მზადაა ფერნანდოს კონტრაქტი გამოისყიდოს.

თუმცა, "იუვეს” გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ ლორენტეს შესაძლო ტრანსფერი უარყო:

"ფერნანდოსი გვჯერა. ლორენტეს გაყიდვის სურვილი არ გვაქვს, იგი "ბებერი ქალბატონის” ფეხბურთელად რჩება”.

წყარო: Tuttosport

ნანახია: 341 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: