12:05 PM “ლივერპულს” სუარესის შეცვლა მხითარიანით სურს | |
![]() მერსისაიდელები "შახტარის” ნახევარმცველის შეძენას გეგმავენ. Liverpool Echo-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ "რეალი” ლუის სუარესის კონტრაქტის გამოსყიდვას გადაწყვეტს, მაშინ ურუგვაელის ადგილზე "ლივერპული” მაშინვე გენრიხ მხითარიანს შეიძენს. "წითლები” მზად არიან ლუის სუარესი 50 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გაუშვან, შემდეგ კი მიღებული თანხიდან 20 მილიონი გენრიხ მხითარიანის ტრანსფერისთვის გამოყონ. არსებული ინფორმაციით, ბრენდან როჯერსი სომეხ ნახევარმცველს გუნდის ამჟამინდელი ლიდერის იდეალურ შემცვლელად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ დასავლური მედია უკვე დიდი ხანია, რაც "ლივერპულის” მხრიდან გენრიხ მხითარიანის მიმართ ინტერესზე წერს. წყარო: Liverpool Echo | |
|
სულ კომენტარები: 0 | |