10:28 PM “ლივერპულმა” ტევესი მიზანში ამოიღო | |
![]() "ლივერპული” იმ კლუბთა რიცხვს შეუერთდა, რომლებიც "მანჩესტერ სიტის” არგენტინელი თავდამსხმელით არიან დაინტერესებულნი. ტევესს "ქალაქელებთან” კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. "მერსისაიდელებს” ფორვარდში ფრანგული "პსჟ” და იტალიური "მილანი” და "იუვენტუსი” შეეცილებიან. თავად ტევესს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, რას გააკეთებს მომავალში: "არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას. ჯერჯერობით ვისვენებ, ამიტომ არავის არაფერი კონკრეტული არ უთქვამს ჩემთვის”, -განაცხადა კარლოსმა. მთავარი პრობლემა "წითლებისთვის” ტევესის ხელფასი იქნება. ძნელად სავარაუდოა, რომ "მერსისაიდელებმა მას იმდენივე შესთავაზონ (200 ათასი ფუნტი კვირაში), რასაც "ეტიჰადზე” იღებს. წყარო: Daily Star | |
|
სულ კომენტარები: 0 | |