11:18 AM “ლივერპულმა” ასპასის ტრანსფერის პირობები შეათანხმა | |
![]() "სელტას” ესპანელი თავდამსხმელი იაგო ასპასი კარიერას "ლივერპულში” გააგრძელებს. 25 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ინგლისური კლუბების მხრიდან ჯერ კიდევ იანვარში გაჩნდა, თუმცა მაშინ "ტოტენჰემმა”, "რედინგმა” და "სუონსიმ” ფული ვერ გადაიხადეს. ფეხბურთელის შეძენა "ვალენსიასაც” სურდა, მაგრამ ასპასი კარიერას მაინც პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. Sky Sports-ის ინფორმაციით, "ლივერპულმა” "სელტასთან” უკვე შეათანხმა ტრანსფერის ფინანსური მხარეები. თავდამსხმელის სანაცვლოდ "მერსესაიდელებს” 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. ახლა "წითლებს” მხოლოდ ასპასთან დარჩათ პირადი კონტრაქტის დეტალები შესათანხმებელი. წყარო: Sky Sports | |
|
სულ კომენტარები: 0 | |