11:41 AM
"ლივერპულმა" "აპტონ პარკიდან" 3 ქულა წამოიღო




დღეს "ლივერპულმა" "აპტონ პარკიდან" ურთულეს ბრძოლაში სამი ქულის წამოღება შეძლო.

მატჩი "წითლებმა" დაიწყეს, შეგახსენებთ, რომ სტუმრებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ურუგვაელი, ლუის სუარესი აკლდათ, მაგრამ მათ მაინც შეძლეს გამარჯვება. 

პირველი წუთები ბურთის გორაობაში გავიდა, ასევე პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს და კუთხურიც მოიპოვეს. 

მატჩის მე-11 წუთზე მარჯვენა ფლანგზე ბურთი გლენ ჯონსონმა მოიპოვა, საჯარიმოში ნელ-ნელა შეიწია, დაარტყა და იუსი იასკელაინენის კარი ულამაზესი დარტყმით დალაშქრა, პირველი გოლი ასე გავიდა. 

მასპინძლები დაწინაურდნენ, 0-1. 

ამ გოლის შემდეგ სტუმრებს თამაშის მსვლელობის ტემპი არ დაუგდიათ და მასპინძლების კარს კვლავ აწუხებდნენ. 

მატჩის 25 წუთისათვის უპირატესობა ხელთ მასპინძლებმა იგდეს და შემდეგ ნელ-ნელა მასპინძლების კარის აწიოკებაც დაიწყეს. 

მატჩის 36-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე უელსელ ჩამშლელ ნახევარმცველს, ჯო ალენს მოხვდა და მსაჯმა მასპინძლების სასარგებლოდ იმოქმედა და მათ პენალტი დაუდო. 

ბურთთან მარკ ნოუბლი და მის საწინააღმდეგოდ პეპე რეინა, გამოქანება და ანგარიში გათანაბრდა, ესპანელმა კიპერმა კუთხე გამოიცნო, მაგრამ ბურთის აღება მაინც ვერ შეძლო. 

ანგარიში გათანაბრდა, 1-1. 

ეს გოლი "ჩაქუჩებს" უპირატესობის მოპოვებაში ძალიან დაეხმარათ და ამის შემდეგ დარჩენილი დროის უმეტესი ნაწილი ბურთთან მათ გაატარეს. 

მატჩის 43-ე წუთზე ბურთი სტუმრების საჯარიმოში მოხვდა და მეორე სართულზე ორთაბრძოლის დროს შემთხვევით, სტივენ ჯერარდმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 

მასპინძლები პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდნენ, 2-1. 

საბოლოოდ პირველი ტაიმი ამავე ანგარიშით მორჩა, 2-1. 

მეორე ტაიმი მასპინძლებმა დაიწყეს და საკმაოდ კარგად, ისინი სტუმრებს გათამამების უფლებას არ აძლევდნენ და ძალიან დიდი უპირატესობა ჩაიგდეს ხელში, მაგრამ მათ მეტი გოლის გატანა ვეღარ შეძლეს. 

72-ე წუთისთვის ნელ-ნელა თამაში გათანაბრდა და შეტევები სტუმრებმაც დაიწყეს. 

მატჩის 76-ე წუთზე ბურთი, ჯო კოულს მიუვიდა დაარტყა და იუსი იასკელაინენის კარიც დალაშქრა. 

ანგარიში გათანაბრდა, 2-2. 

მატჩის ტემპი აჩქარდა და სტუმრები გააქტიურდნენ, ამ აქტიურობას სწრაფი გოლი მოჰყვა მატჩის, 79-ე წუთზე. 

მარჯვენა ფლანგიდან ჯორდან ჰენდერსონმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მოაქცია და ჯეიმს კოლინზმა იგი საკუთარ კარში ჩაჭრა, ფინელი მეკარე ძალიან მაღალია, მაგრამ ამ ბურთის აღება მაინც ვერ შესძლო.

მატჩი საბოლოოდ ასეთივე ანგარიშით დასრულდა, 2-3, "წითლებმა" ამ მატჩში ჰაერივით საჭირო სამი ქულა მოიპოვეს. 

"ვესტ ჰემი": იასკელაინენი, ო'ბრაიანი, რიდი, კოლინზი, დემელი(მაკარტნი_46), ჯარვისი, ნოუბლი, დიამე(ტომკინსი_73), ტეილორი(მაიგა_86), ნოლანი, კ.კოული. 

"ლივერპული": რეინა, ჯონსონი, შკრტელი, აგერი, ენრიკე(ჯ.კოული_27), ლუკასი(ჰენდერსონი_71), ალენი(კოატესი_86), ჯერარდი, დაუნინგი, სტერლინგი, შელვი. 

გაფრთხილებები: შელვი(32 წუთი), ჯერარდი(34 წუთი), ტეილორი(38 წუთი).

მატჩის გოლები: 


ახლა კი ჩვენ შემოგთავაზებთ მატჩის ფოტოებს: 

"ლივერპულმა" "აპტონ პარკიდან" 3 ქულა წამოიღო


"ლივერპულმა" "აპტონ პარკიდან" 3 ქულა წამოიღო


"ლივერპულმა" "აპტონ პარკიდან" 3 ქულა წამოიღო


"ლივერპულმა" "აპტონ პარკიდან" 3 ქულა წამოიღო


"ლივერპულმა" "აპტონ პარკიდან" 3 ქულა წამოიღო


"ლივერპულმა" "აპტონ პარკიდან" 3 ქულა წამოიღო


"ლივერპულმა" "აპტონ პარკიდან" 3 ქულა წამოიღო


"ლივერპულმა" "აპტონ პარკიდან" 3 ქულა წამოიღო


"ლივერპულმა" "აპტონ პარკიდან" 3 ქულა წამოიღო
 
ნანახია: 300 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: