8:51 PM
ლივერპულის ცნობილი ფანები




საფეხბურთო კლუბ "ლივერპულს" მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მათ შორის რა თქმა უნდა არიან ცნობილი ადამიანები.


კაროლინა ვოზნიაცკი - დანიელი ჩოგბურთელი. ის მიიჩნევა "ლივერპულის" ნომერ პირველ გულშემატკივრად, რადგან საკუთარ ტვიტერზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს "ლივერპულის" შესახებ. ერთ-ერთი მატჩის დაწყებამდე კი მას სტივენ ჯერარდის მაისური ეცვა.

ლივერპულის ცნობილი ფანები


ბრედ პიტი - ამერიკელი მსახიობი. ჰოლივუდის ვარსკვლავმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ გულშემატკივრობს "ლივერპულს", თუმცა მას არ უთქვამს ანჯელინა ჯოლის საფეხბურთო სიმპატიების შესახებ.

ლივერპულის ცნობილი ფანები


სამუელ ელ ჯექსონი - ამერიკელი მსახიობი. სამუელი მას შემდეგ გახდა "ლივერპულის" ქომაგი, რაც გადაიღეს ფილმში "ფორმულა 51". იმ ფილმში ვითარება ხდება ქალაქ ლივერპულში და ფილმის ბოლოს ენფილდზეც კი.

ლივერპულის ცნობილი ფანები

იოანე პავლე მეორე - რომის პაპი. პოლონელი რომის პაპი იეჟი დუდეკის დიდი გულშემატკივარი იყო და სწორედ ამიტომ ითვლება "ლივერპულის" ქომაგად. ასევე ის პოლონურ "კრაკოვიას" გულშემატკივრობდა.

ლივერპულის ცნობილი ფანები

ლაიამ ნისონი - ირლანდიელი მსახიობი. ლაიამი ორი წლის წინ იმყოფებოდა "ფულემისა" და "ლივერპულის" შეხვედრაზე, სადაც მერსისაიდელებს გულშემატკივრობდა.

ლივერპულის ცნობილი ფანები

დანიელ კრეიგი - ბრიტანელი მსახიობი. ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი როლის შემსრულებელიც "სქაუზერი" ყოფილა. 2012 წლის ზაფხულში დანიელი "ლივერპულის" ფეხბურთელებს შეხვდა და განაცხადა, რომ მათი დიდი გულშემატკივარია.

ლივერპულის ცნობილი ფანები

ლებრონ ჯეიმსი - ამერიკელი კალათბურთელი. "ლივერპულის" ქომაგობის გარდა, ლებრონი კლუბის ერთ-ერთი მფლობელიც არის. "მაიამი ჰიტის" კალათბურთელი რამდენჯერმე პრესკონფერენციაზე "ლივერპულის" მაისურით იმყოფებოდა.

ლივერპულის ცნობილი ფანები

შეიმუსი - ირლანდიელი ვრესლერი. როდესაც შეიმუსი ენფილდზე იმყოფებოდა, ის ჟურნალისტებს კლუბის სიყვარულში გამოუტყდა და ასევე განაცხადა, რომ გარი ნევილს სიამოვნებით შეებრძოლებოდა.

ლივერპულის ცნობილი ფანები

ნელსონ მანდელა - სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი. 1994 წელს მანდელა ლივერპულში იმყოფებოდა და დაუმეგობრდა ჯონ ბარნსს. ბარნსმა კი მას "ლივერპულის" მაისური გადასცა, რომელსაც მანდელა დღემდე ინახავს.


ლივერპულის ცნობილი ფანები

დრ. დრე - ამერიკელი რეპერი. ჯონ ბარნსის კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც ასევე "ლივერპულის" გულშემატკივარია. რეპერმა განაცხადა, რომ მისი ფავორიტი ფეხბურთელი ყოველთვის ბარნსი იქნება. 

ლივერპულის ცნობილი ფანები

მელანი სი - ინგლისელი მომღერალი. მელანი ბავშვობიდან "ლივერპულს" ქომაგობს. მან თავის ერთ-ერთ ალბომს "წითელი გოგონა" დაარქვა.

ლივერპულის ცნობილი ფანები

როსანა დევისონი - ირლანდიელი მოდელი. როსანა 2003 წლის მის მსოფლიო გახდა. ის "ლივერპულის" ქომაგია, ისევე როგორც მისი მამა, ცნობილი მომღერალი კრის დე ბურგი. კრისის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა "Lady In Red" - მისი შვილის საპატივსაცემოდ დაწერა, რომელიც როგორც უკვე ვიცით "ლივერპულელია".

ლივერპულის ცნობილი ფანები
 
ნანახია: 539 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: