9:16 PM
“ლივერპულის” ახალწვეულებმა ნომრები აირჩიეს (ფოტოები)



ცნობილია, თუ რა ნომრებით ითამაშებენ ფორვარდი იაგო ასპასი და გოლკიპერი სიმონ მინოლე თავიანთ ახალ კლუბში.

როგორც "წითლების” ოფიციალური საიტი იტყობინება, ასპასმა ცხრა ნომერი აირჩია, მინოლე კი 22-ნომრიანი მაისურით დაიცავს "ლივერპულის” ღირსებას.

მოგეხსენებათ, მერსისაიდელების რიგებში ასპასის გადაბარგების შესახებ უკვე დიდი ხნის წინ ვიცოდით, ხოლო, რაც შეეხება ბელგიელ კარის დარაჯს, "ლივერპულის” ხელმძღვანელობამ მინოლეს ტრანსფერი სულ რამოდენიმე დღის წინ დაადასტურა.

"წითლების” ღირსებას ცხრანომრიანი მაისურით თავის დროზე ისეთი ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც იან სენტ ჯონი, იან რაში, რობი ფაულერი და ფერნანდო ტორესი არიან.

ბოლოს, 22-ნომრიანი მაისურით მერსისაიდელების ღირსებას დენი უილსონი იცავდა.

წყარო: liverpoolfc.tv

ნანახია: 300 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: