2:24 PM
“ლივერპული” სუარესის სანაცვლოდ 50 მლნ ფუნტზე მეტს ითხოვს



"წითლები” მზად არიან ლუის სუარესს შეელიონ, თუმცა მხოლოდ რეკორდული თანხის სანაცვლოდ.

ბრიტანული პრესა იუწყება, რომ "ლივერპულის” ხელმძღვანელობა ურუგვაელი ფორვარდის გასხვისებას მაინც დათანხმდება, რომელმაც "რეალში” გადაბარგების სურვილი უკვე გამოთქვა.

მიუხედავად ამისა, ამ ტრანსფერის განსახორციელებლად "თეთრებს” პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სანაცვლოდ ბევრი ფულის გადახდა მოუწევს.

არსებული ინფორმაციით, მერსისაიდელები მზად არიან სუარესს 50 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად შეელიონ.

შეგახსენებთ, გუშინ "ლივერპულის” ოფიციალურ საიტზე გაჩნდა განცხადება იმის შესახებ, რომ სუარესი არ იყიდება.

წყარო: The Guardian

ნანახია: 304 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: