12:26 PM
"ლივერპული" რეინას შემცვლელს ეძებს



"ლივერპულის" ესპანელი კარის დარაჯი პეპე რეინა, Goal.com-ის ინფორმაციით, ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა, ოღონდაც "არსენალში" გადავიდეს და, როგორც ჩანს, "წითლები" ვეღარ შეაჩერებენ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 30 წლის მეკარეს ლონდონში გადასვლას. ერთი კია, მერსისაიდელები საკმაო რაოდენობის თანხას იშოვიან პეპის სანაცვლოდ- "მეთოფეები" მზად არიან, 10 მილიონი ევრო გადაიხადონ მასში.

"ლივერპულმა" უკვე მიაგნო რეინას შემცვლელს. კლუბი სერიოზულად ინტერესდება "ბირმინგემისა" და ინგლისის ნაკრების 19 წლის მეკარით, ჯეკ ბატლენდით. "ბირმინგემმა", რომელიც ამჟამად ჩემპიონშიპში ასპარეზობს, ზაფხულში "საუთჰემპტონში" არ გაუშვა ნიჭიერი ახალგაზრდა, თუმცა ახლა 7,5 მილიონ ევროდ აპირებს მათან განშორებას.

იმ შემთხვევაში, თუკი "ბირმინგემთან" აღნიშნული გარიგება არ შედგება, "ლივერპული" "სოუნსის" მეკარე მიხელ ვორმზე ან "უიგანის" გოლკიპერ ალი ალ-ჰაბსიზე გადაერთვება.
 
ნანახია: 263 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: